Friday, May 21, 2010

გეორგიევსკის ტრაქტატი


თემა: გეორგიევსკის ტრაქტატი
გეგმა:
1.ტექსტი

1782 წელს პოტიომკინმა თავისი კომისიონერის რაინეგსის მეშვეობით ერეკლე მეორეს შეატყობინა, რომ თუ ამჯერად იგი ეკატერინე მეორეს მიმართავდა თხოვნით, ქართლ-კახეთის რუსეთის მფარველობაში დაუყოვნებლივ მიღებული აღმოჩნდებოდა. 1782 წელს ერეკლე მეორემ ოფიციალურად დასვა საკითხი და თავისი პირობები წამოაყენა.

ერეკლე მეორე მტკიცედ ადგა რუსეთთან დაკავშიორების ტრადიციულ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც ირან-ოსალეთის აგრასიის წინააღმდეგ ბრძოლის პორობებში იყო შემუშავებული. იგი ნათლად ხედავდა რომ სამი დიდი სახელმწიფო ირანი, ოსმალეთი და რუსეთი კავკასიაში ბატონობას ეცილებოდა და ამიტომ საქართველოს აუცილებლად კატეგორიული არჩევანი უნდა გაეკეთებინა ამ სახელმწიფოებს შორის. რუსეთთან საქართველოს ბედის დაკავშირებით ერეკლე იმედოვნებდა, რომ თავის ქვეყანას სამუდამოდ ააცდენდა ოსმალეთ-ირანის აგრესიას. რუსეთის მთავრობა გაეცნო ერეკლეს მიერ წამოყენებულ პირობებს და შეუდგა ხელშეკრულების პროექტის შედგენას.

1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ტრაქტატი ხელმოწერილ იქნა. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებას და 1783 წლის მფარველობითი ტრაქტატის მომზადებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმდროინდელმა გამოჩენილმა ქარტველმა მოღვაწემ,საქართველოს კათოლიკოსმა ანტონ პირველმა რომელიც ერეკლე მეორეს მთელ მის სახელმწიფო მოღვაწეობეში დიდ დახმარებას უწევდა. გეორგიევსკის ტრაქტატის ტექსტი შედგებოდა პრეამბულის, 13 ძირითადი და 4 სეპარატული (საიდუმლო) მუხლისგან. მათ დართული ჰქონდა ტექსტი ფიცისა, რომელიც ერეკლე მეორეს უნდა მიეღო რუსეთის იმპერატორის ერთგულების ნიშნად, და ტექსტი დამატებითი არტიკულისა, რომელიც ქართლ-კახეთის მეფეთა წესს შეეხებოდა. გეორგიევსკის ტრაქტატი დეკლარაციის ხასიათს ატარებდა.

ამრიგად, 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიას დაუკავშირდა, როგორც მასზე დამოკიდებული და მის მფარველობაში შესული ქვეყანა. ტრაქტატი ზღუდავდა, მაგრამ არ აუქმებდა ქართლ-კახეთის საგარეო - პოლიტიკურ ქმედითუნარიანობას. მართალია, მისი სუვერენიტეტი იზღუდებოდა, იგი ეკედლებოდა, ექვემდებარებოდა რუსეთს, მაგრამ არ იყო გაუქმებული მისი სახელმწიფოებრიობა. ე.ი. მაშინდელი საერთაშორისო სამართლის სუბიექტად საკუთარი შინაგანი და საგარეო პოლიტიკური ხელისუფლების ორგანოებით. 1783 წლის ხელშეკრულებით რუსეთსა და ქართლ-კახეთს შორის მყარდებოდა მფარველობითი კავშირი პირველისადმი უკანასკნელის დაქვემდებარების პირობით, რომელიც ფორმით ვასალიტეტის ნიშნებს ატარებდა, მაგრამ არსებითად კი იყო ორი არათანაბარი სიძლიერის სახელმწიფოს ნებაყოფლობითი შეთანხმება. ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობის დარღვევა მეორეს უფლებას აძლევდა, უარი ეთქვა ურთიერთობის გაგრძელებაზე, რაც ორივე მხარეს პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნებდა - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ერთეულებად აქცევდა.

გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება საქართველოში დიდი ზეიმით აღინიშნა. გენ. პოტიომკინი წერდა იმპერატორ ეკატერინე მეორეს: ”საქართველოში მყოფმა კოლკოვნიკმა ბურნაშოვმა მაუწყა, რომ გენერალ პოტიომკინთან ხელშეკრულების დადების შემდეგ ქართველ დესპანთან დაბრუნებამ გეორგიევსკის ციხე სიმაგრიდან აუწერელი სიხარული და კმაკოფილება მოუტანა მეფე ერეკლეს, რომ ამ ქვეყნის გამოჩენილი ადამიანები განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ, ხალხი კი ლოცავს თქვენს იმპერატორულ უდიდებულესობის მარჯვენას, რომელიც დაამტკიცებს, რომ მისთვის სიმშვიდე და კეთილდღეობა მოაქვს” 1783 წლის 20 აგვისტოს სიონის ტაძარში შეკრებილი ხალხის წინაშე გაიოზ რექტორმა წარმოთქვა ვრცელი სიტყვა, რომელშიც შესანიშნავი ორატორული ხელოვნებით დაახასიათა ერეკლეს მოღვაცეობა და მისი პოლიტიკური კურსი. იგი მსმენელებს აუწყებდა, რომ რუსეთთან დაკავშირებით ერეკლემ ”დაამტკიცა საუკუნო მშვიდობა და მყუდროება ერისა თვისისა”

ტრაქტატით გათვალისწინებული რუსთა ჯარი - ორი ბატალიონი - 1783 წლის 2 ნოემბერს შემოვიდა თბილისში. საზეიმოდ მორთული საქართველოს დედაქალაქი აღტაცებით შეხვდა საქართველოში რუსთა დამხმარე ჯარის შემოსვლას. ერეკლე მეორე რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას შორს მიმავალ გეგმებს უკავშირებდა. ჯერ ერთი, იგი იმედოვნებდა, რომ ძლიერი მფარველის დახმარებით ქართლ-კახეთში ლეკიანობა საბოლოოდ აღიკვეთებოდა და ქვეყანას საშუალება მიეცემოდა, ფართო აღმშენებლობითი მუშაობა გაეშალა. ასევე რუსეთ-თურქეტის მომავალ ომში ერეკლეს იმედი ჰქონდა, რომ მესხეთის მიწა-წყალსაც დაიბრუნებდა. რუსეთის მფარველობა მეზობელ მაჰმადიანურ სახანოებზე.

თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რუსეთის ერთგული მოკავშირე იყო საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ ამ ხელშეკრულების მიუხედავად რუსეთმა საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა გაუუქმა, სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქართულ ენას და სამართალი შეუცვალა. 1801 წელს საქართველო მთლიანად მოექცა რუსეთის იმპერიის კლანჭებში, რუსები უგულებელყოფდნენ ქართველთა ტრადიციებს და ჩვევებს, ცდილობდნენ ძირფესვიანად აღმოეფხვრათ ქართული ენა, კულტურა, თითქმის ყველა მონასტრის უძველესი ფრესკები თეთრად გადაიღება. კათოლოკოსის წოდება გაუქმდა, მასთან ერთად გაუქმდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. ასე დაიწყო საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის სრულიად ახალი ხანა. საქართველოს ძირითადმა ნაწილმა დაკარგა ყველაზე მთავარი და ძვირფასი, რაც შეძლება ამა თუ იმ ხალხს ჰქონდეს, - თავისუფლება და ეროვნული სახელმწიფოებრიობა.

1783 წლის მაისში პოდპოლკოვნიკმა ვ.ტამარამ ერეკლე მეორეს თბილისში ხელშეკრულების პროექტი ჩაუტანა. სამეფო საბჭოზე ტრაქტატის პროექტის დეტალური განხილვის შემდეგ ერეკლემ მისი მიღება გადაწყვიტა. აქ რუსეთის მხრიდან ტრაქტატის ხელმოწერა პავლე პოტიომკინს დაევალა. ქართლ-კახეთის სამეფოს წარმომადგენლებად ივანე ბაგრატიონი (მუხრანბატონი) და გარსევან ჭავჭავაძე დაინიშნენ. ხელშეკრულების ადგილად გეორგიევსკის ციხე-სიმაგრე აირჩიეს. 1783 წლის ხელშეკრულება განამტკიცებდა რუსეთთან საქართველოს ისეთ კავშირს, რომელიც მოასწავებდა ქართლ-კახეთის სუვერენული სამეფოს შესვლას რუსეთის იმპერიის მფარველობაში. ტრაქტატის შესავალ ნაწილში ზოგადად აღნიშნული იყო ის ურთიერთობა, რაც უძველესი დროიდან რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობდა, რომ რუსეთის იმპერია მოწოდებული იყო, დაეცვა ერთმორწმუნე საქართველო სხვა საქართველოს სხვა ქვეყნების მხრივ ჩაგვრისაგან.

ტრაქტატი აცხადებდა, რომ ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე ტეიმურაზის ძემ თხოვნით მიმართა რუსეთის იმპერატორს მისი სამეფოსა და სამფლობელოების მფარველობის ქვეშ მიღების შესახებ. ”უზენაეს ხელმწიფედ აღსარებითა ყოვლისა რუსეთის იმპერატორთა მეფეთა ზედა ქართლისა და კახეთისა;” იმპერატორმა ”ინება აღდგინება და დამტკიცებაი მეგობრობითისა პირობისა.” შესავალშივე დასახელებული იყვნენ ორივე მხრიდან ის წარმომადგენლები, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ რწმუნებით ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად.

სახელითა ღვთისა ყოვლისა-შემძლებელისა ერთისა სამ-წმინდაობასა შინა დიდებულისათა

ადრითგან-ერთ მორწმუნოებამან ყოვლისა რუსეთისა იმპერიისა თანა ქართულთამან მსახურა მფარველობითა, შემწეობითა და შესავადრებელობითა მათ ერთათა და უგანათლებულესთა მათთა მფლობელთათა წინა აღმდგომად მაჭირვებელთა, რომლეთაცა ქუჱშე შემვრდომ იყვნეს იგინი მეზობელთაგან თვისთა. მფარულობამან ყოვლისა რუსეთისა თვითმპყრობელთამან მეფეთა მიმართ საქართუჱლოისთა, ნათესავთა და ყმათა მათთადმი მინიჭებულმან, გამოიყუანა მოკიდულებაი იგი უკანასკნელთა ამათ პირუჱლთა მათგან, რომელიცა უფროსღა იჩუჱნების რუსეთის საიმპერატოროისა ტიტლოსაგან.

აწ ბედნიერად მეფობმან იმპერატორებისა მისისა დიდებულებამან ცხადუყო ერთა ამათ ნამდვილითა სახითა მონარხობითი თვსი კეთილ - ნებობაი და დიდ - სულობითი მზრუნუჱლობაი კეთილობისათვის მათისა თვსითა ზლიერითა მეცადინობისა დართვითა განთავისუფლებისათვის მათისა უღლისაგან მონებისა და საყუედრელისაგან ტყვედ მიხდისა ვაჟთა და ქალთასა, რომლისაცა რომელნიმე ერნი ამათგანნი მიცემად შეკრულ იყვნეს და განაგრძელებს თვსსა მონარხობითსა მოხუედვასა მფლობელთა მათდამი. აზრითა ამით სიმდაბლედ შთამოსრულმან თხოვასა ზედა უგანათლებულესისა მეფისა ქართლისა და კახეთისა ი რ ა კ ლ ი თეიმურაზოვიჩისა, რომელიცა მიღებულ იქმნა ტახტისადმი მისისა დიდებულებისა მიღებისათვის ყოვლითა მემკვიდრითა და მენაცულითა თვსითა და ყოვლითა სამეფოითა და სამფლობელოითა თვსითა მონარხობითსა მფლობელობასა ქუჱე მისისა დიდებულებისასა და მაღალთა მემკვიდრეთა მისთა და მოსაყდრეთა უზენაეს ხელმწიფედ არსარებითა ყოვლისა რუსეთისა იმპერათორთა მეფეთა ზედა ქართულთა და კახეთისათა ყოვლად უმოწყალესობით ინება არდგინება და დამტკიცეაბ მეგობრობითისა პირობისა ჰხსენებულისადმი უგანათლებულესისა მეფისა, რომლსაცა ღონედ ერთ კერძო უგანათლებულესობა მისი სახელითა თვსითა და თვსთა მენაცულეთათა აღიარებს უზენაესთა ხელმწიფებასა და მფარველობასა მისისა იმპერატორების დიდებულებისასა და მაღალთა მოსაყდრეთა მისთა მფლობელთა ზედა და ერთა სამეფოსა ქართლისა და კახეთისათა და სხვათა სამფლობელოთა შესაბამთა მათდამი, რათა დანიშნულყოს დღესასწაულობითა და ნამდვილთა ხატითა შეკრულება თვისი განსჯითა ყოვლისა რუსეთისა იმპერიისა ტანა; ხოლო მეორით კერძო დიდებულება იმპერატორებისა მისისა ესრეთვე შემძლებელ არს, რათა დანიშნულ ყოს დღესასწაულობით, თუ ვითარი აღმატებულება და სარგებელი მიენიჭების მოწყალისა და ძლიერისა მარჯვენისა მისისა ჰხსენებულთა ერთა და უგანათლებულესთა მფლობელთა მათთა: დასამტკიცებელად ესე ვითარისა პირობისა ინება დიდებულებამან იმპერატორებისა მისისამან სრულისა ძალისა ქონებად უგანათლებულესი კნიაზი იმპერიისა რომაულისა გრიგორი ალექსანდროვიჩი პოტიომკინი, მხედართა თვისთა გენერალ-ანშეფი, მბრძანებელი სუბუქისა ცხენოსნისა გასწავლულისა და გაუსწავლებელისა და სხვათა მრავალთა სამხედროთა ძალითა, სენატორი, სახელმწიფოსა სამხედროსა კოლეღიის ვიცე-პრეზიდენტი, ასტრახნისა სარათოვისა, აზოვისა და ნოვაროსიისა მოადგილე ხელმწიფისა, გენერალ ატუტანტი თვისი დეისტვიტელნი კამერღერი, კავალერ-ღვარდიისა კორპუსისა პორუთჩიკი, ლეიბ გვარდიისა პრეობრაჟენის პოლკისა პოდპოლკოვნიკი,უპირველესი მთავარი პალატისა სასაჭურვლოსა ხელოვნებისა, კავალერი ორდენთა: წმინდისა მოციქუისა ანდრეასი,ალექსანდრე ნევსკისა, სამხედროსა წმინდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმინდისა,მოციქულთა ჰსწორისა ვლადიმირისა დიდთა ჯვართა,კოროლთა პრუსიისა შავისა და პოლშისა თეთრისა არწივისა, და წმინდისა სტანისლავისა, შვეციისა სერაფინთა დატსკისა სპილოსა და ღორსტინიისა წმინდისა ანნასი, ესევითარითა ხელმწიფებითა რათა არყოფასა მუნ თვისსა აღირჩიოსმცა ნებითა თვისითა სრულისა ძალისა მქონებელ ჰყო მაღალ-მსულელი უფალი მისის იმპერატორების დიდებულების არმიისა ღენარალ-პორუტჩიკი, მისის იმპერატორების დიდებ(ულებ)ისა დეისტვიტელნი კამერღერი და ორდენთა რუსეთისათა წმიდისა ალექსანდრე ნევსკისა, სამხედროსა დიდის მოწამის და ძლევა-შემოსილის გიორგის და ღოლსტინიის წმიდის ანნას კავალერი პავლე სერგიევიჩი პოტემკინი.

ხოლო უგანათლებულესობამან ქართლისა და კახეთისა მეფისა ირაკლი თეიმურაზოვიჩისამან აღირჩია და სრულისა ძალისა ჰყუნა კერძოით თვისით ბრწყინვალენი სამხედროსა თვისისა მემარცხენე სპასპეტი კნიაზი თავადი იოანე კოსტანტინევიჩი ბაგრატიონი და მისის უგანათლებულესობისა თავადი გარსევან ჭავჭავაძე მანდატურთ-უხუცესი.

ჰხსენებულთა მათ,სრულისა ძალისა მქონებალთა და შეწევნითა ღვთისათა საქმისა მიმართ მიწევნულთა, ურთიერთარს ნაცულის-მგებელთა სრულისა ძალისა მქონებელობისა მიერ, მებრ ძალისა მათისა, დაადგინეს და და(ა)მტკიცეს, და მოაწერეს შემდგომთა არტიკულთა ანუ წევრთა:

არტიკული პირველი

უგანათლებულესობა მისი, მეფე ქართლისა და კახეთისა სახელითა თვისითა, მემკვიდრეთა და მენაცულეთა თვისითა დღესასწაულობით უკუნსთქუამს ყოველსა ვალობასა, ანუ ვითარსამე ტიტლოსა ყოვლისაგან მოკიდულებისა სპარსთასა, ანუ სხუათა მპყრობელთასა და ამით ცხად-ჰყოფს წინაშე პირსა ყოვლისა სოფლისასა, ვითარმედ არა შერაცხს იგი თვის ზედა და მენაცულეთა თვისითა ზედა სხუასა თვითმპყრობელსა თვინიერ უზენაესისა ხელმწიფებისა და მფარველობისა მისისა იმპერატორების დიდებულებისა და მაღალთა მისთა მემკვიდრეთა და მენაცულეთა საიმპერატოროისა ტახტისა ყოვლისა რუსეთისათა, აღმთქმელი ტახტისა ყოვლისა რუსეთისათა, აღმთქმელი ტახტისა მის ერთგულებისა და მზა-ყოფისა შეწევნისათვის სარგებელისა სახელმწიფოისა (რუსეთისა) ყოველსა შინა შემთხვევასა და დროსა, სადაცა ესე ითხოვებოდეს მისდამი,

არტიკული მეორე

დიდებულება იმპერატორებისა მისისა მიმღებელი უგანათლებულესობისაგან მისისა ესოდენისა უზაკუჱლისა აღთქმისა, აღსთქუამს თანასწორადუჱ და იმედეულ ჰყოფს იმპერატორებრითა სიტყვითა თვისითა თავისა თვისისათვის და მოსაყდრეთა თვისთათვის, ვითარმედ მოწყალება და მფარველობა თვისი უგანათლებულესთა მეფეთა ქართლისა და კახეთისათა არაოდეს მიეღების, რომლისაცა დასამტკიცებელად დიდებულება მისი აძლევს იმპერატორებრსა თავს-მდებობასა თვისსა მრთლად (და დაუკლებლად) დაცვასა ზედა აწინდელთა სამფლობელოთა მისისა უგანათლებულესობისა მეფისა ირაკლი თეიმურაზოვიჩისა და წინადასდებს განვრცელებასა ესევითარისა თავს-მდებობისასა ეს(ე) გუარსა ზედა სამფლობელოსა, რათა რომელნიცა წარმდინარეობასა შინა დროთასა გარემოებითა და განრჩევითითა ხატითა შესაბამად სამფლობელოსა მისისა იპოვებიან, პოვნილნი იგი სამფლობელოსა მისისა მიმართ დაიმტკიცებიან.

არტიკული მესამე

განცხადებასა შინა ამის უზაკუჱლობისასა ვითარითაცა ხატითა უგანათლებულესობა მისი მეფე ქართლისა და კახეთისა აღიარებს უზენაესსა ხელმწიფებასა და მფარველობასა ყოვლისა რუსეთისა იმპერატორთასა განიწესების, ვითარმედ: ხსენებულნი იგი მეფენი ოდეს-იგი მიიწევიან მემკვიდრეობით სამეფოსა ზედა მათსა, მსწრაფლაუწყებდენ ამისთვ(ი)ს კარსა საიმპერატოროსა რუსეთისასა და ითხოვდენ დესპანთა თვისთა მიერ სამეფოსა ზედა თვისსა იმპერატორებრსა დამტკიცებასა ინვესტიტურისა წერილითა (ესე იგი არს) ბოვრაყი ანუ დროშა ყოვლისა რუსეთისა ღერბითა, მქონებელი საშუალ თვისსა ხსენებულთა სამეფოსა ღერბისა, ხრმალი, კვერთხი საბრძანებელი, მანტია ანუ წარმოსასხმელიყარყუმისა. ნიშანნი ესე ანუ დესპანთა ერწმუნების, ანუ მესამზღვრეთა მთავართა ძალით მიიწევის მეფისადმი, რომელიცა მიღებასა ზედა მუნ დასწრებითა რუსეთისა მინისტრისათა თანა-მდებ არს, რათა იფიცოს დღესასწაულობით ერთგულებისათვის და გულს-მოდგინებისა იმპერიისა რუსეთისა და უზენაესს შერაცხვისთვის ხელმწიფებისა და მფარველობისა ყოვლისა რუსეთისა იმპერატორთასა ესევითარითა ხატითა, ვითარცა დიდებულ არს ფიცი იგი არტიკულთა ამათ თანა, წესი ესე თანა-აძს აღსრულებად ყოვლად უგანათლებულესსა მეფესა ქართლისა და კახეთისასა ირაკლის თეიმურაზოვიჩსა.

არტიკული მეოთხე

დამტკიცებისათვის ვითარმედ ჰ(ა)ზრი მისისა უგანათლებულესობისა განსჯითა ესოდენ მჭირსისა შეერთებისა ყოვლისა რუსეთისა იმპერიისა თანა და აღსარებისათვის უზენაესისა ხელმწიფებისა ყოვლად უბრწყინვალესის ამის იმპერიისა მფლობელთასა, ვითარმედ არიან უზაკველ, აღსთქვამს უგანათლებულესობაი მისი, რათა უწინარეს თანხმობისა უპირველესისას მესაზღვრისა მთავრისა და მინისტრისა მისის იმპერატორების დიდებულებისა ჰრწმუნებულისა არა აქვნდეს მიწერ-მოწერაი გარემოთა მფლობელთა მიმართ, ხოლო ოდეს-იგი მოვალნ მათ მიერ დესპანნი ანუ წერილნი, ჰყოფს განზრახვასა უპირველესისა მიმართ მესაზღვრისა მთავრისა და მინისტრისა მისისა იმპერატორების დიდებულებისასა უკუნ ქცევისათვის დესპანთასა და შესაფერისათვის სიტყვის-გებისა მფლობელთა მათ მიერ.

არტიკული მეხუთე

რათა ადვილად აქვნდესმცა ყოველივე იგი საჭიროი მიწერ-მოწერაი და თანხმობაი რუსეთისა საიმპერატოროისა კარისა თანა, ჰსურს ამისთვის უგანათლებულესობასა მისსა მეფესა ირაკლის, რათა ჰყვესმცა წინაშე კარისა მის მინისტრი ანუ რეზიდენტი, ხოლო დიდებულება იმპერატორებისა მისისა მოწყალებით მიმღებელი მისი აღსთქუამს, ვითარმედ იგი კარსა ზედა მისსა მიღებულ იქმნების რიცხვსა შინა სხვათა მფლობელთა მინისტრთა თანა თანა-ჰსწორითა ნიშნითა თვისთა, და გარდა ამისსა ჰნებავს, რათა კერძოითცა თვისით ჰყვესმცა მინისტრი რუსეთისა წინაშე მისისა უგანათლებულესობისა.

არტიკული მეექვსე

დიდებულება იმპერატორებისა მისისა, მიმღებელი კეთილ-ნებებით აღსარებისა უზენაესისა ხელმწიფებისა და მფარველობისა სამეფოთა ზედა ქართლისა და კახეთისა და საქართველოისათა, აღსთქუამს სახელითა თვისითა და მოსაყდრეთა თვისთათა: პირველად ერთა მის სამეფოისათა შერაცხს ყოფად ჭირსითა კავშირითა სულებით თანახმად იმპერიისა თანა თვისისა. მაშასადამე, მტერთაცა მათთა შეჰრაცხს მტრად თვისსა, რომლისათვისცა პორტის ათამანისა თანა (ესე იგი ხონთქრისა) ანუ სპარსეთისა, ანუ სხუათა მპყრობელთა და სამფლობელოთა თანა მშვიდობაი დამტკიცებული სათანადო არს, რათა განგრძელდეს დიდებულებისა მისისა და საფარველთა ერთაცა ამათ ზედა; მეორედ, უგანათლებულესსა მეფესა ირაკლის თეიმურაზოვიჩსა და სახლისა მისისა მემკვიდრითა და მენაცვლეთა და ტომთა დაიცავს უცვალებელად სამეფოთა ზედა ქართლისა და კახეთისათა; მესამედ, შინაგანსა ხელმწიფებასა მმართებელობასა თანა შეუღლვილსა მსჯავრსა და სამართალსა და შეკრებასა მისაცემელისა ხარკისასა დაანებებს მისსა უგანათლებულესობასა მეფესა სრულსა შინა ნებასა და სარგებლობასა მისსა და დააყენებს მთავართა სამხედროსა და სამოქალაქოსათა აღრევად, ვითარიცაღა იყო განწესებაი ერთა მათ ჰხსენებულთა.

არტიკული მეშვიდე

მისი იგი უგანათლებულესობა მეფე, ღირს-თანამდებობითითა კრძალულებითა მიმღებელი ესოდენ მოწყალებითისა იმედოვნებისა მისისაგან იმპერატორების დიდებულებისა, აღსთქყამს თავსა თვისისა და ტომთა თვისთათვის: პირველად, რათა იყოს ნიადაგ მზაი სამსახურსა ზედა მისისა დიდებულებისასა მხედრობითა თვისითა; მეორე, მთავართადმი რუსეთისათა რათა იქცეოდესმცა სამარადისოითა მიწერ-მოწერითა რაიცაღა თვის-ეყვეს მისისა იმპერატორების დიდებულებისა სამსახურსა და კმა ჰყოფდეს თხოვათა მათთა და ყმათა მისის დიდებულებისათა სცვდეს ყოველთაგან განსაცდელთა და შეიწრებათა; მესამედ, გამწესებასა შინაკაცთასა (თვისისა სამეფოისათა) ადგილთა ზედა აღყვანებასა ზედა მათსა ხარისხთა შინა ანუ აღსავალთა, რომელთამე, რათა უსაკუთრესად აჩვენოსმცა უდიდესობაი მსახურებისათვის რუსეთის იმპერიისა, ესე-ვითარსა პატივის-ცემასა ზედა მოკიდებულ არს განსვენება და ბედნიერობა ქართლისა და კახეთისა სამეფოისა.

არტიკული მერვე

დასამტკიცებელად უსაკუთრესისა მონარხისა კეთილ-ნებობისა მისის უგანათლებულესობისა მეფისადმი და ერთა მიმართ მისთა, და უმეტესისა შეერთებისა რუსეთისა თანა ამათ ერთმორწმუნეთა ერთა თანა, ინებებს მისი იგი დიდებულებაი, ვითარმედ კათოლიკოზსა ანუ უმთავრესსა არხიეპისკოპოსსა მათსა, რათა აქვნდეს ადგილი რიცხვთა შორის რუსეთისა მღვდელთ-მთავართასა მერვესა შინა ხარისხსა, ესე იგი არს შემდგომად ტობოლსკისა, და ყოვლად უმოწყალესობით მიუბოძებს მას ნიადაგ ტიტლოსა უწმინდესისა სინოდის ჩლენობისასა. ხოლო მართებისათვის საქართველოისა ეკლესიათასა და მიწერ-მოწერათასა, თუ ვითარ სათანადო არს რუსეთისა სინოდისადმი, ამისათვის უკვე დაიწერების სხვა არტიკული.

არტიკული მეცხრე

განვრცელებისათვის მოწყალებისა თვისისა ყმათადმი მისისა უგანათლებულესობისა მეფისათა, თავადთა და აზნაუთათვის, განაწესებს დიდებულება იმპერატორებისა მისისა მისიისა, ვითარმედ ყოველნი იგი ყოველსა შინა ყოვლისა რუსეთისა იმპერიასა იქმნებიან ესრეთ მსარგებლებელ ყოვლითა მით უპირველესობითა და სარგებელითა, რომელნიცა შეეფერებიან რუსეთისა კეთილშობილთა, ხოლო უგანათლებულესობა მისი მიიღებს მადლობით ესოდენ მოწყალებითსა ყმათადმი მისთა სიმდაბლით შთამოსვლასა და შეიკრავს წარგზავნად კარისადმი მისისა დიდებულებისა ნუსხასა კეთილ-შობილთა გვართასა, რათამცა მით შესაძლებელ იყოს ცნობად ნამდვილი ზედმიწევნილებაი, თუ რომელსა ვითარიმე ეშესაბამების სამართალი.

არტიკული მეათე

განიწესების, ვითარმედ ყოვლელნი საზოგადოდ შობილნი ქართლისა და კახეთისაი შემძლებელ არიან რუსეთსა შინა დასახლებადდა კვალად უკუნ-ქცევადვე დაუყოვნებელად; ხოლო ტყვენი, უკეთუ საჭურვილითა ანუ გამოხსნითა რომლითამე თურქთაგან და სპარსთა, ანუ სხვათა ერთაგან განთავისუფლდენ, რათა განტევებულ იქმნენ ქვეყანასა თვისსა სწადილისაებრ თვისისა მაგრა რაიცაღა-იგი წარმოგებულ არს გამოხსნასა და მოყვანებასა ზედა მათსა, გარდაიხადონ იგი; თვით უკვე ამასვე უგანათლესობაიცა მისი მეფე აღსთქვამს წმიდად აღსრულებად განსჯითა რუსთა ტყვეთათვის რომელნიცა დატყვევებულ იქმნენ მეზობელთაგან.

არტიკული მეათერთმეტე

ვაჭრობასა ქართლისა და კახეთისასა აქვს თავისუფლებაი, რათა განავაჭროს სავაჭროი თვისი რუსეთსა შინა და ისარგებლონ მითვე სამართლითა და პატივის-ცემითა, რომლითაცა მკვდარნი რუსეთისანი სარგებლობენ; ნაცვლადვე მისსა აღსთქვამს მეფეიცა განწესებად თავთა მთავართა მესამზღვრეთა ანუ მინისტრთა მისისა დიდებულებისათა ყოვლითა ძალითა აღსუბუქებად ვაჭრობისა რუსთასა სავაჭროთა შინა სამფლობელოთა შინა თვისთა, ანუ მგზავრ განმვლელთა რუსთა ვაჭრობისათვის სხვათა შინა ადგილთა. ამისთვის რომელ გარდა ეს (ე)- გვარისა ნამდვილისა განწესებისა და ზავისა სარგებელთათის ვაჭრობისათა ადგილი ქონებად შეუძლებელ არს ( ესე იგი არს, სხვაგვარ ვაჭრობად შეუძლებელ არს).

არტიკული მეათორმეტე

ზავი უკვე ესე ანუ პირობა იქმნების საუკუნოდ, მაგრა უკეთუ განხილულ იქმნეს რაიმე საჭიროდ შეცვალებად, ანუ დართვად ურთიერთისათვის სარგებელისა, აქვს ადგილი ორთავე კერძოთა თანხმობისა.

არტიკული მეათსამმეტე

კმა ყოფისათვის აწინდელისა ტრაქტატისა სათანადო არს ურთიერთარს შეცვალებულ-ყოფაი ექვსთა თვითთა შინა ხელის-მოწერითა, ანუ უკეთუ უმსწრაფლეს შესაძლებელ იყოს

რომლისა დასარწმუნებლად ქვემო მომწერელთა, სრულისა ძალისა ქონებელთა, მებრ ძალისა სრულ-ძალ-მქონებლობისა მათისა მოაწერეს არტიკულთა ამათ ზედა და ამას თანა თვისნიცა დასხნეს ბეჭედნი. თვისა ივლისსა, დღესა 24, წელსა 1783 წმიდის გიორგის კრეპოსტი.

სეპარატნი ანუ მზანი არტიკულნი

სეპარატისა არტიკული პირველი

ჰაზრი მტკიცე მისის იმპერატორების დიდებულებისა, რათა ერთ-მორწმინენიმცა ერისა მისისანი ესოდენ მჭირსითა საკრველითა შეერთებულნი მისისა თანა იმპერიისა იგნენ ურთიერთარს მეგობრობასა შინა და სრულსა თანხმობასა საშიშრად მოშურნეთა მეზობელთა მათთა და მოსაწყვლელად შეერთებულთა ძალითა მათდა,რომელნიცა შეეხებიან ვნებად თავისუფლებასა,განსვენებასა და კეთილდღეობასა მათსა,რომლისათვიც უკვე აღიძვრის დიდებულება მისი. მისისა უგანათლებულესობისადმი მეფისა ქართლისა და კახეთისა ირაკლი თეიმურაზოვიჩისა, მიცემად მეგობრობითისა ჰ(ა)ზრისა და განზრახვისა (ესე იგი რჩევისა) დაცვისათვის მეგობრობისა და კეთილისა თანხმობისა უგანათლებულესისა მეფისა მიმართ იმერთასა სოლომონისა განწესებისათვ(ი)ს ყოვლისა მის რაიცაღა შესაძლებელ არს ოდენ ღონიერ-ყოფად, წინათვე ჰსწრობად ყოვლისა ვერ გულისხმისსაყოფელისა, აღსთქუამს იმპერატორებრითა სიტყვითა თვისითა არა თუ ოდენ შეწევნად მეცადინობითა თვისითა ყოფისათვის ესოდენ სასარგებლოისა ამის საქმისა, არამედ ამას ესევითარსა ზედა მშვიდობასა და თანხმობასა მისცემს თვისსა თავს-მდებობასა.

უგანათლებულესობა მისი მეფე ირაკლი, მიმღებელი თანამდებობითითა მადლობითა დიდსულობასა მისისა დიდებულობისა ზრუნვისასა დაცვისათვის მეგობრობისა ერთა შორის ერთ-გვართა და ერთ-სჯულთა, და უმაღლესსა თავსმდებობასა მისსა აღიარებს ამით, ვითარმედ ურთიერთთა საქმეთა შინა მათთა უგანათლებულესისადმი მეფისა სოლომონისა აწ და შემდგომად შერაცხს მისისა იმპერატორებისა დიდებულებასა სრულიად მეშუამავლედ და განაგდებს მისისა მიერ უზენაესისა განჩინებისა ანუ განჩენისა ვერ გულისხმის-საყოფელთა შფოთთა შორის ორთა მფლობელთა უფროს ყოვლისა მოლოდებისა გამოსრულთა.

არტიკული მეორე სეპარატისა

დაცვისათვის სამფლობელოისა ქართლისა და კახეთისათა ყოვლით კერძო შეხებისაგან მეზობელთასა და სიმტკიცისათვის მხედრობისათვის მისისა უგანათლებულესობისა მისისა აღსთქვამს შენახვად სამფლობელოთა შინა მეფისათა ორსა სრულსა ბატალიონსა ქვეითსა ოთხითა ზარბაზნითა, რომელთაცა პრავიანტი და საჭმელი უსიტყვთა ხარისხისაებრ მხედრობისაგანთა მათ მიეცემის, და პრავიანტი იგი და საჭმელი უსიტყვთა სყიდულ იქმნების ნაყოფი ძლით ქვეყანისა თანხმობითა მისის უგანათლებულესობისათა თავისა თანა მესამზღვრისა მთავრისა დადებულითა ფასითა.

არტიკული მესამე სეპარატისა

დროსა ბრძოლისასა უთავესი იგი მთავარი მესამზღვრე მისისა იმპერატორების დიდებულებისა კერძოით ნიადაგ სრულისა ძალისა ქონებად თანა-მდებ არს, რათა უგანათლებულესობასა მისსა მეფესა ქართლისა და კახეთისათა ეთანხმოსცა და დასდვას ჰ(ა)ზრი შეწევნისათვის თქმულთა მათ ქვეყანათა და წინა-აღმდგომისა მტერთასა მოქმედებისათვ(ი)ს, რომელიცა არა სხვებრ, არამედ ვითარცა საერთოდ მტრად შერაცხვად სათანადო არს. ამას თანა განიწესების ესეცა, ვითარმედ: უკეთუ რაოდენიმე მხედრობა ქართლისა და კახეთისა ხმარებულ იქმნეს სამსახურისათვის მისისა იმპერატორების დიდებულებისა გარეგან საზღვართა მათთა, მაშინ განიჩინების მათთვის შესანახავი სრული, თანასწორი მისისა დიდებულებისა მხედართა.

არტიკული მეოთხე სეპარატისა

დიდებულება იმპერატორებისა მისისა აღსთქვამს, რათა დროსა ბრძოლისასა იხმაროსმცა ყოველი შემძლებელობაი მეცადინობისა ღონითა საჭურველისათა, ხოლო დროსა მშვიდობისასა დაზავებისა მიერ უკმო-ქცევისათვის ქვეყანისა და ადგილთა მტერთაგან ქონებულთა და ძველადვე სამეფოისა მიმართ ქართლისა და კახეთისა შერაცხილთა, ესენი უკვე დაშთებიან სამფლობელოდ მუნებურთა მეფეთა საფუძველსა ზედა თქმულთა ჰ(ა)ზრთასა, რომელნიცა ითქვნენ მფარველობისათვის და უზენაესისა ხელმწიფისა ყოვლისა რუსეთისა იმპერატორთა.

ამათ სეპარატის არტიკულთა აქვსთ ესევითარივე ძალი, ვითარმცა თვით ზემო წერილნი იგი ტრაქტატნი ზემო წერილისაებრ ლექსითი-ლექსად შემოყვანილ-ქმნილ იყვნენ, რომლისათვისმცა სრულ-ყოფასა ამისსა, იგივე პაემანი აქვს შეცვალებასა ზედა ანუ დართვასა.

რომლისა დასარწმუნებლად ქვემო მომწერელთა სრულისა ძალისა მქონებელთა,მებრ ძალისა სრულ-ძალ-მქონებლობისა მათისა, მოაწერეს არტიკულთა ამათ ზედა და ამას თანა თვისნიცა დაჰსხნეს ბეჭედნი. თვესა ივლისსა, დღესსა 24, წელსა 1783.წმიდის გიორგის კრეპოსტი.